Monday, January 11, 2016

ბიზნესის შიდა და გარე გარემო

ბიზნესის   შიდა  გარემო:
ბიზნესის შიდა გარემო ესაა  მაკროეკონომიკისაგან გამოცალკევებული სამეწარმეო სუბიექტის  შიგნით  არსებული  ეკონომიკური  სივრცე  მოქმედი,  ცვალებადი ფაქტორებით   სუბიექტებითა  და  ობიექტებით, მიმდიბარე  პროცესებითა  და მოვლენებით,  რომლის  ზემოქმედებითაც  ბიზნესის  მიზანი  მიიღწევა.
ბიზნესის შიდა გარემოს ფაქტორების ურთიერთ კავშირი სქემატურად ასე გამოიყურება:

მიზანი: როგორც სქემიდან ჩანს, შიდა ფაქტორების მთლიან ერთობლიობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს მიზანს და ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც მიზანი არის ის კონკრეტული საბოლოო მდგომარეობა ან სასურველი შედეგი, რისთვისაც იქმნება ბიზნესი და რასაც ესწრაფვის მოცემული საწარმოო კოლექტივი ერთობლივი საქმიანობით.
სტრუქტურა: ბიზნესის შიდა გარემოს მნიშვნელოვანი ელემენტია საწარმს სტრუქტურა, რომელიც ეფუძვნება შრომის დანაწილებას.
ამოცანა:ბიზნესში დასახული მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია კონკრეტული ამოცანების შემუშავება და მათი რეალიზცია. ამოცანა ეს განსაზღვრული სამუშაო ან სამუშაოს ნაწილია, რომელიც უნდა შესრულდეს წინასწარ დადგენილი ხერხებით და ვადებში.
ტექნოლოგია: ბიზნესის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა შესაბამის ტექნოლოგიებს მოითხოვს. ტექნოლოგია შეიძლება განიმარტოს როგორც კვალიფიციური ჩვევების, მოწყობილობების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ტექნიკური ცოდნის ერთობლიობა რომელიც საჭიროა მასალებშ, ინფორმაციაში და ადამიანებში საჭირო გარდაქმენის განსახორციელებლად.
ადამიანები (გუნდი): ბიზნესში არავითარი ტექნოლოგია სასარგებლო არ იქნება და არც ერთი ამოცანა არ გადაწყდება მომუშავე კოლექტივის გარეშე. ადამიანები გვევლინებიან ორგანიზაციის მეხუთე და წარმატებული ბიზნესის ცენტრალურ ფაქტორად. კარგი ხელმძღვანელი ვერაფერს გახდება თუ მის მიერ შემუშავებულ მიზნებს კარგი განმხორციელებელი არ ეყოლება.
ბიზნესის   გარე   გარემო: ბიზნესის გარეთა გარემო ესაა სამეწარმეო სუბიექტის გარემო არსებული ეკონომიკური სივრცე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ცვალებადი ფაქტორებით.
ზემოქმედების შესაძლებლობის მიხედვით ბიზნესის გარეთა გარემოს ფაქტორები შეიძლება იყოს მართვადი და უმართავი:
·       მართვადი ფაქტორებია - რომლებზეც  გავლენის მოხდენა და შეცვლა სამეწარმეო სუბიექტს შეუძლია.
·       უმართავი ფაქტორები მმართველობით ზემოქმედებას არ ემორჩილებიან და ამდენად, სამეწარმეო სუბიექტი იძულებულია შეეგუოს მათ და თავისი საქმიანობა ამ ფაქტორების გათვალისწინებით განახორციელოს.

საერთაშორისო   ბიზნესის   გარემო :
საერთაშორისო ბიზნესზე მოქმედი ფაქტორები და ძალები ქმნიან საერთაშორისო ბიზნესის გარემოს,  რომელსაც შესწავლის გაიოლების მიზნით სპეციალისტები, ძირითადად, ყოფენ ოთხ ნაწილად:
       1) ეკონომიკური გარემო; 
       2) პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო;
       3) სოციალურ-კულტურული გარემო;
      4) საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემო;
ü   ორგანიზაციათა მენეჯერებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ ეკონომიკის განვითარების მდგომარეობა იმ ქვეყნებში, რომლებშიც აპირებენ ბიზნესის დაწყებასადა განვითარებას.
ü   სხვა ქვეყნების ეკონომიკური გარემოს შესასწავლად გამოიყენება შემდეგი მაჩვენებლები: ცხოვრების დონე, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ეკონომიკის განვითარების დონე, ვალუტის სტაბილურობა.

  საერთაშორისო ბიზნესის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის დავალიანების მდგომარეობის დადგენა.
ქვეყანა-მევალეებს არა აქვთ შესაძლებლობა თავიანთი შემოსავლების დიდი ნაწილი ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებად გამოიყენონ.  შემოსავლები,  ძირითადად,  ვალის დაფარვასა და პროცენტის გადახდაზე გამოიყენება.
   არსებული ბიზნესის გარემო
საქართველოში, სამომხმარებლო სექტორში, ფაქტიურად არ არსებობს სავაჭროდ ბირჟაზე გამოტანილი კომპანიები. ინვესტირების კუთხით მიმზიდველი კომპანიები ძალზედ პატარაა, იმისათვის რომ მათით დაინტერესდნენ ინსტიტუციონალური ან კერძო ინვესტორები.
ბიზნეს გარემო და მისი გაუმჯობესება საქართველოს მაგალითზე
     ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:  
ü უნდა შემუშავდეს საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ.  
ü ჩვენს ქვეყანაში ბიზნენის სახელმწიფოებრივი რეგულირება უნდა მოხდეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.  

ü    სახელმწიფო უნდა ასტიმულირებდეს საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას, საგარეო ეკონომიკური ურთირეთობების განვითარებას, ასევე ხელს უნდა უწყობდეს რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ინფლაციის შემცირებას და სხვა მაკრო ეკონომიკური პროცესების სტაბილიზაციას

პრეზენტაცია

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები

საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ”მეგობართაწრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებუ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. სხვა სიკეთეები და პრობლემები, რომლებიც თან ერთვიან ასეთი საიტებით სარგებლობას: მოზარდთა და ზრდასრულთა უმეტესობა პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება ამგვარ გაერთიანებებში ურთიერთობებს. საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდას.
მაგრამ ჩამოთვლილი საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:
-
საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
-
მშობელთა დიდი ნაწილი, როგორც წესია, არ არის საქმის კურსში და არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ათავსებენ მათი შვილები საიტებზე;
-
სწორედ იქ, სადაც გულუბრყვილო მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებსა თუ შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერსექსუალური მტაცებლებიცკი.
დაუფიქრებლად მოზარდები ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ არასასურველ შედეგებს:
-
პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაციას ეცნობა და ის შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ კეთილმა, არამედ ცუდმა ადამიანმაც;
-
განუსაზღვრელი გატაცება, ქსელში ყოფნისათვის მთელი თავისი დროს დახარჯვა იწვევს იმას, რომ მოზარდები და ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისათვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე და გართობაზე, რითაც ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას;
-
არის შემთხვევები, როდესაც დივიანტური ქცევისა ან მიდრეკილების მქონე ახალგაზრდები ამყარებენ კავშირებს თავისნაირ არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ ზრდასრულებთანაც, აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ სხვებსაც. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ დივიანტური ქცევა - წარმოადენს ნორმას, ამან კი გაერთიანების ცალკეული წევრი ან ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს მავნე, სახიფათო ქცევამდე;
-
სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
-
არანაკლები ხიფათისმომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც გულუბრყვილო მოზარდები შეიძლება იქცნენსექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთანსექსუალური თამაშებისმოყვარულთა მსხვერპლად.
რა მოიმოქმედონ და როგორ უნდა მოიქცნენ შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებისათვის მშობლები და სკოლები? დაკვირვება გვარწმუნებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მშობლებს არ აქვს წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რით არის დაკავებული დღე და ღამე კომპიუტერთან მიმჯდარი მათი შვილი, სასწავლო დაწესებულებებში კი ყოველთვის სათანადოდ არ აკონტროლებენ იმას, რას საქმიანობს და რომელ ქსელებში შედის ინტერნეტით მოსარგებლე მოსწავლე ინფორმატიკის გაკვეთილზე. ამასთან დაკავშირებით, ზემოთ ნახსენები ცენტრის სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას: - სკოლებში შეიზღუდოს განათლებასთან კავშირის არ მქონე ყველა სახის გართობითი საქმიანობა ინტერნეტში, მათ შორის გაკონტროლდეს ამ სახის კომერციულ სოციალურ ქსელებში მოსწავლეთა მხრიდან შეღწევის ყველა მცდელობა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ მათი ბლოკირება. შეიძლება ეს არც თუ ისე მარტივი იყოს, ვინაიდან დღეისათვის, მათ შორის ინტერნეტშიც განთავსებულია ბლოკირებების გვერდის ავლის არა ერთი პროგრამა;
-
სკოლები უნდა ინტერესდებოდნენ თავისი აღსაზრდელების ამგვარი ქმედებით სკოლის კედლებს გარეთაც, იმიტომ, რომ ამ ქსელებში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ყოფნა ნეგატივურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლასა და ქცევაზე. გარდა ამისა ისინი შეიძლება ათავსებდნენ სხვა მოსწავლეების შეურაწმყოფელ, დაშინებისა და მუქარების შემცველ მასალებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის დაპირისპირებასა და აგრესიას. ზოგმა მოწოდებამ შესაძლოა უბიძგოს ნარკოტიკების მოხმარებისაკენ ან ძალადობის კულტის ჯგუფებსა და ბანდებში გაერთიანებისაკენ. ამგვარი მოვლენების თავიდან ასაცილებლად სკოლები გასაგები ენით უნდა განუმარტავდნენ მოსწავლეებს ინტერნეტით სარგებლობის სიკეთეს, უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობას, იმავდროულად კომერციული სოციალური ქსელებით სარგებლობის საფრთხეებს. ყველაზე მეტად კი ამ საქმეში უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მშობლები, ვინაიდან ახალგაზრდები უმეტესწილად სახლის კომპიუტერიდან ახორციელებენ სახიფათო ან არასასურველ, მათ შორის პორნოგრაფიულ საიტებზე შესვლას. მოდით გულახდილები ვიყოთ, მშობელთა უმეტესობა წუხდება პრობლემების გამო, როდესაცურემი გადაბრუნდებადა არავითარ ზრუნვას არ იჩენს თავისი შვილის ინტერნეტით სარგებლობის საწყის ეტაპზე, უდარდელად უყურებს ბავშვის ასაკისათვის გაუმართლებელ ქსელებში გაუთავებელ ძრომიალს. სპეციალისტების აზრით, მშობელთა მხრიდან მხოლოდ აკრძალვა ან მუქარა არ იძლევა სასურველ შედეგს. მშობლები უნდა ეხმარებოდნენ შვილებს, რათა ისინი ღებულობდნენ საჭირო, მართალ ინფორმაციას ინტერნეტის სხვადასხვა ქსელებში კონტაქტებისა და ურთიერთობების დამყარების თაობაზე, ხელი შეუწყონ უსაფრთხო არჩევნისათვის მოტივაციის ჩამოყალიბებას
“Microsoft”-ის  (How to help your kids use social Web sites more safely) დაყრდნობით ურჩევთ მშობლებს:
-      
შვილის მიერ ინტერნეტით სარგებლობის დაწყებისთანავე დააწესეთ თქვენთვის და მისთვის მისაღები ინტერნეტის (მათ შორის სოციალური ქსელების) მოხმარების წესები, დაადგინეთ web-კვანძებით სარგებლობის ასაკობრივი შეზღუდვა.
-      
თვითონ შეისწავლეთ ის ქსელები, რომელთა სარგებლობასაც აპირებს თქვენი შვილი, ყურადღებით გაეცანით საიტების მიერ დადგენილ კონფიდენციალობის დებულებებსა და ქცევის წესებს. პერიოდულად გადახედეთ თქვენი შვილის გვერდს;
-      
აუკრძალეთ არა ვირტუალური, არამედ რეალური შეხვედრები პირებთან, რომლებთანაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ ქსელში, დაარწმუნეთ, რომ ურთიერთობები იქონიონ მათთან, ვისაც პირადად იცნობენ და რომელთა შესახებ თქვენც გაგაჩნიათ ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები მოსალოდნელი ხიფათისაგან თუ დაარწმუნებთ მათ, რომ web-კვანძები გამოიყენონ არა უცნობ ადამიანებთან, არამედ საკუთარ მეგობრებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ აკრძალვამ შედეგი შეიძლება არ გამოიღოს, ვინაიდან ბავშვმა ნაცნობად შესაძლოა ჩათვალოს ის ადამიანიც, რომელიც გაიცნო ქსელში;
-      
დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები არ იყენებენ სრულ სახელებს. ურჩიეთ გამოიყენონ ფსევდონიმები ან შემოკლებული სახელები, რომლებიც არ იპყრობენ ზედმეტ ყურადღებას, აგრეთვე ურჩიეთ, რომ ურთიერთობებში ნუ იყენებენ მეგობრების სრულ სახელებს;
-      
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ ბავშვი აქვეყნებს   სრულ პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი პიროვნების დასადგენად;
-      
შეგიძლიათ ისარგებლოთ პაროლის სახის დაცვის საშუალებებით, რომლებსაც იძლევიან ზოგიერთი web-კვანძები, ამით თქვენ განსაზღვრავთ და შეზღუდავთ პირთა წრეს, რომელთაც მიეცემა თქვენი შვილების შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფლება;
-      
აუხსენით ბავშვს, რომ არ არის მაინც და მაინც საჭირო საკუთარი და მეგობრების ისეთი ფოტოსურათების გამოქვეყნება,   რომლებიც იძლევიან მათი პიროვნების, მისამართის და სხვა პირადი ხასიათის ინფორმაციის მიღების საშუალებას;
-      
გააფრთხილეთ ბავშვები, რომ არ არის სასურველი დღიურების ან ლექსების სახით უცნობ ადამიანებს გაუმხილონ პირადი გრძნობები ან განცდები.   განუმარტეთ, რომ ასეთი ჩანაწერებით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და რომინტერნეტ-მტაცებლებიგანსაკუთრებულად ნადირობენ ემოციურად დაუცველ ადამიანებზე;
  -    
ბავშვებთან ერთად სისტემატურად უნდა იხილავდეთ web-კვანძებით სარგებლობის გამოცდილებას, ეცადეთ, რომ ისინი გულწრფელად გიყვებოდნენ იმის თაობაზე, თუ რასთან ჰქონდათ შეხება, რამ შეაშინა ან გამოიწვია მათში დისკომფორტი. იყავით თავშეკავებულნი და მიაღწიეთ   იმას, რომ მათ შეუზღუდავად შეუძლიათ გიყვებოდნენ თუ რასთან ჰქონდათ შეხება.
 
იმ შემთხვევაში, თუ შვილი უარს აცხადებს უსაფრთხო სარგებლობის ერთობლივად დადგენილ წესებზე, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მისი web-გვერდის ამოღება, ამისათვის უნდა მიმართოთ სოციალური ქსელის web-კვანძის ადმინისტრაციას.  How to help your kids use social Web sites more safely სრული ვერსია წაიკითხეთ http://www.microsoft.com/protect/parents/social/kidssocial.aspx
შეისწავლეთ და გამოიყენეთ ინტერნეტის ფილტრაციის ტექნოლოგია (მაგალითად Windows Live Family Safety ან MSN Premium Parental Controls). ჩვენი მხრიდან “Microsoft”-ის   გარდა გვინდა გირჩიოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული, მოხმარებისათვის საკმაოდ მარტივი უფასო პროგრამა OnlineFamily.Norton, მისი მისამართია:   https://onlinefamily.norton.com
გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ, რომ ვერც ერთი პროგრამა ვერ შეცვლის მშობლის უშუალო ზედამხედველობასა და ზრუნვას.
ჩვენ არა ვართ აკრძალვის მომხრეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს ყველას.
Facebook  სოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს კომპანია Facebook, Inc]. მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.
Facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს

Twitter ვებ-საიტი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.
მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ანმოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში,კალიფორნიი შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონშ.
2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.ზოგჯერ მასინტერნეტის SMS“- უწოდებენ.

Instagram არის პროგრამა რითაც შეიძლება გადაღებულ სურათებს დაადოთ სხვადასხვა ფილტრი და უფრო ლამაზი გახადოთ იგი. Instagram  არის სურათების გასაზიარებელი პროგრამა, რომლითაც  საშუალება გეძლევათ აჩვენოთ თქვვენი ფოტოები მთელს მსოფლიოს


YouTube (წარმოითქმის იუთუბი) — ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს მუსიკალური ვიდეოები. 2005 წლის თებერვალშიPayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო 2006 წლის ნოემბერში  გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია.